,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც report.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ოფისთან ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჩამსხვრეულია შენობის მინები, დარბეულია შიდა სივრცე და დაზიანებულია ინვენტარი.

მომხდარის დროს, შენობაში არავინ იმყოფებოდა.