,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გორში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,სამართალდამცველებმა სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს.- აცხადებენ უწყებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.