,,ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის საარჩევნო შტაბის ოფისი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

,,ამ ვიტრინებივით "დაიმსხვრევა" ქართული ოცნება 31 ოქტომბერს! სამგორის (აფრიკის) ოფისი დაგვირბიეს", - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.