"ნიკორას" კონსულტანტი მომხმარებელმა დაჭრა

თბილისში, "ნიკორას" დიღმის ფილიალში, მომხმარებელსა და კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მომხმარებელმა ნიკორას თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.