დაკავებულია საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი

სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  

უწყების ცნობით, ცინარიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან დავით ცინარიძე 2015 წელს გაათავისუფლეს.