გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დაკავებულია. როგორც report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, სამართალდამცველი 5 დეკემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მას ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება.

პროკურატუის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გაუპატიურების მუხლით (სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.