ოზურგეთი-ნატანების სარკინიგზო მაგისტრალზე ელექტროგადამცემი ხაზები მოიპარეს

ოზურგეთი-ნატანების სარკინიგზო მაგისტრალზე ელექტროგადამცემი ხაზები მოიპარეს. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მოპარულია 800 მეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულიხმობს.

დაზიანებული ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის აღდგენილია.