ოზურგეთში 60 წლის ქალი თავდამსხმელებმა გაგუდეს - განახლებულია

საზარელი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ მელექედურში, სავარაუდოდ დაყაჩაღების მიზნით 60 წლამდე ქალი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილი თავდამსხმელებმა გაგუდეს. სახლის ეზოდან დაკარგულია "მერსედესის" მარკის ჯიპი.

ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.