ოზურგეთში 73 წლის კაცის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოზურგეთში, 73 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ოზურგეთში, სანადირო თოფიდან გასროლით სოფელ ლიხაურის მკვიდრი, 73 წლის მამაკაცი დაჭრეს.