ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ოზურგეთში, ე.წ კომენდანტის საათის დროს "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. 

გავრცელებელი ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 130 ლარამდე თანხა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზეა დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.