ოზურგეთში ყაჩაღებმა მოხუცი ცოლ-ქმარი აწამეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში, 82 წლის კაცი და 80 წლის ქალი, ყაჩაღებმა აწამეს და სახლიდან 2500 ლარი წაიღეს.

დაზარალებულები ოზურგეთის კლინიკაში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, ქალს კი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.