ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ოზურგეთში "ლუკოილის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.