ოზურგეთში საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. წაღებულია შესაწირ ყუთში არსებული თანხა და სანთლები. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შსს-დან report.ge-ს აცნობეს,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.