ოზურგეთში, სუპერმარკეტში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა

ოზურგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ისინი მოლარისგან იარაღის მუქარით თანხას ითხოვდნენ.  უცნობია, შეძლეს თუ არა თანხის წაღება მძარცველებმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.