პარიზის გარეუბანში ნახევარი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს

პარიზის გარეუბანში მდებარე ბაზრობაზე, ბანანის ყუთებში, ნახევარი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Parisien ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყუთები, რომელშიც კოკაინი იქნა აღმოჩენილი კოლუმბიიდან შემოიტანეს. პოლიციას ინფორმაცია გამყიდვლმა შეატყობინა. ჩამორთმეული ტვირთის ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.