"პოლიცია დასდევს, გაქცეულია" - რა ამოიღეს დეპუტატის სახლის ჩხრეკისას

თელავის საკრებულოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” მიხეილ გრემელაშვილი გაქცეულია და პოლიციას ემალება მას შემდეგ, რაც მისმა ბიძაშვილმა, მარიამ კუკუნაშვილმა ის საჯაროდ ამხილა ცოლ-შვილზე ძალადობაში. აღნიშნულ ინფორმაციას კვლავ მარიამ კუკუნაშვილი ავრცელებს.

“პოლიცია დასდევს გაქცეულია, სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სამი იარაღი ამოიღეს. მისი ნაცემ დალურჯებული შვილები ცხვირწინ მისხედან და დიდი ბოდიში, მაგრამ ძალადობა და ქალების ცემა ნაც ქოცობით არ პრავდება.

შენი შვილების ტელეფონიდან ამოიღო პოლიციამ მესიჯები დახოცვით, გადაწვით და განადგურებით რომ ემუქრები… იმ ზომამდე ნუ მიმიყვან ეგ მესიჯებიც აქ გამოგიქვეყნო მორჩი სისულელეების წერას და ბოდიშს და გავგიჟდი და მიმკურნალეთს მიაწექი.”– წერს მარიამ კუკუნაშვილი.

ცნობისთვის, სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი საკუთარ ბიძაშვილს, თელავის საკრებულოს წევრს მიხეილ გრემელაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიხეილი სისტემატიურად სცემდა შვილებს და იარაღით ემუქრებოდა.