პოლიციამ "მთავარი არხის" ჟურნალისტის აპარატურა იპოვა

სამართალდამცველებმა, ის კამერა და ჩართვის აპარატი იპოვეს, რომელიც "მთავარი არხის" ჟურნალისტს მოპარეს, - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ჩართვის აპარატი და კამერა მოპარეს.