პოლიციამ ნამახვან ჰესის საპროტესტო აქციის მიმდებარედ მოქალაქეებს იარაღი ჩამოართვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტეის სოფელ ჟონეთთან მიმდინარე აქციის მიმდებარედ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა ამოიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეორე ავტომობილიდან ამოღებულია ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი. ე.წ. "დუბინკა".

"პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ", - აცხადებენ შსს-ში.

სახელმწიფო როგანო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.