პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 29 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ რომ 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდამ სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებისთვის მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და მინის ბოთლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.