ყალბი აქციზური მარკების გასაღებისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 ათასზე მეტი რაოდენობის ყალბი აქციზური მარკა თბილისში 2 700 დოლარად გაყიდა. 

სომხეთის მოქალაქე სწორედ რეალიზაციის დროს დააკავეს. 

დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.