ყალბი ფულის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში გაასაღა აშშ-ის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, ამოღებულია 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა", - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ისჯება 7-დან 10 წლამდე ვადით.