ყვარელში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სუფრასთან დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც 25 წლამდე კაცს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

report.ge დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.