ყვარელში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ყვარელში ცეცხლსასროლი იარაღით 26 წლის კაცი დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას მიმავალი ავტომანქანიდან ესროლეს, ის ხელის არეშია დაჭრილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდება. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.