ყვარელში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა კაცი თანასოფლელმა დაჭრეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

თვითმხილველბის თქმით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.