რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, რომელსაც 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებული მოზარდის სასიკვდილოდ დაჭრა ურთიერთდაპირისპირებისას მოხდა.

 ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი გოგო გახდა. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რომ ჩხუბი, სწორედ არასრულწლოვანი გოგოს გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით 15 წლის მოზარდის მკვლელობით დასრულდა.

შსს-მ სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა.