რა ხდებოდა ახალქალაქში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - PHOTO

გუშინ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრები ვრცელდება.

ფოტოებზე ჩანს, როგორ უპირისპირდება ერთმანეთს ოცამდე პირი ფიზიკურად.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 27 წლის კაცი მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარი და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.