რაჭაში 29 წლის ახალგაზრდა კაცი გაგუდული იპოვეს

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭელიაღელეში 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. 

გარდაცვლილი ახალგაზრდა სავარაუდოდ გაგუდულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს, მეზობელი სოფლის ახალგაზრდებთან დაპირისპირება ჰქონდა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.