რაჭაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რაჭაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანება დანით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, დაჭრაში ბრალდებულის დაკავების მიზნით კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.