უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე, 27 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სუმის ოლქში მოხდა. 

უკრაინული მედიის ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და ქუჩაში გადაინაცვლა.

საქართველოს მოქალაქე 25 წლის კაცმა ცივი იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა. 

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე მიდმინარეობს გამოძიება.