რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მაჩაბელის ქუჩაზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 

ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ადგილზე სამართალდამცველები  არიან მობილიზებულნი.

report.ge დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.