რუსთავში 35 წლის ქალმა მაღაზიიდან 2 ბოთლი არაყი მოიპარა

რუსთავში, სურსათის მაღაზიის დახლიდან 35 წლის ქალმა 2 ბოთლი არაყი მოიპარა. ფაქტი მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მაღაზიის ადმინისტრაციამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მალევე მოხერხდა ქალის ვინაობის დადგენაც. როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. 35 წლის ქალი პასუხისგებაშია მიცემული.