რუსთავში 55 წლის კაცი მეუღლის ცემისთვის დააკავეს

რუსთავში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მან ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მეზობლების თქმით ქმარი ცოლს სისტემატურად სცემდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.