რუსთავში გოგოებმა ბიჭის გამო იჩხუბს - დაზიანებულია ბიჭის მანქანა

რუთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ორმა გოგომ ახალგაზრდა კაცის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს. 

ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური და ჩხუბის ხმა შემოესმათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთმა გოგომ იმ პირის მანქანაც დააზიანა, რომლის გამოც იჩხუბეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გოგონები გამოკითხვაზე გადაიყვანა.