რუსთავში, კომენდანტის საათის დროს სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

რუსთავში, სუპერმარკეტ "ლიბრეში" კომენდანტის საათის დროს ორი პირი შეიჭრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯერჯერობით უცნობია რა ზიანი მიადგა ობიექტს.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.