რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, მომხდარს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. . 

დაჭრილი ადგილზე მობილიზებულმსა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, მას საშუალო სიმძიმის ჭრილობები ბარძაყისა და მხრის არეში აღენიშნება. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.