რუსთავში ნაცემი გოგო იპოვეს

რუსთავში, ასლანიკაშვილის ქუჩაზე ნაცემი გოგო იპოვეს.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. 

Tv4-ის ინფორმაციით ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია. მათი თქმით დაზარალებულს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება.