რუსთავში შვილმა მამა დაჭრა

რუსთავში შვილმა მამა დაჭრა. 55 წლის შვილსა და 90 წლის მამას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა რა დროსაც შვილმა მამა წვივის არეში დაჭრა.

დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავებმა 55 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს