რუსთავში სილამაზის სალონი გაქურდეს

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე სილამაზის სალონი გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ბოროტმოქმედებმა სილამაზის სალონის კარის საკეტი დააზიანეს და შენობაში შეღწევა მოახერხეს. დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს კარი ღია დახვდათ. 

ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს. 

სალონიდან წაღებული არაფერია. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.