რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს

რუსთავში ველოსიპედების მაღაზია სამმა არასრულწლოვანმა გაქურდა. გავრცელებული ინფორმაციით ადგილიდან წაღებულია მოტოციკლეტის ჩაფხუტი, მობილური და ფული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.