რუსთავში მკვლელობა მოხდა

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის კაცი. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.