ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხნენ - PHOTO

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსს უცნობმა პირმა ქვები ესროლა.

ავტობუსის მგზავრები არ დაშავებულან, თუმცა დაზიანებულია ავტომობილის საქარე მინა. 

ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან მოხდა.

ავტობუსის მძღოლი მომხდარს, კონკურენტი მძღოლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.