სიძის მკვლელობისთვის ცოლის ძმა დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტში 22 წლის ბიჭის მკვლელობისთვის, მოკლულის ცოლის ძმა დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული კაცი. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

სოფელ დირბში მკვლელობა 6 დეკემბერს მოხდა.  

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.