საბერძნეთში ქართველები დააკავეს

საბერძნეთში, ქალაქ ატიკაში ქართველების 8 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება აიყვანეს. დაჯგუფებაში 3 ქალი და 5 კაცი შედიოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. 

ბრალდებულები ძვირადღირებულ ტექნიკას, საიუველირო ნაკეთობებსა და საათებს იპარავდნენ.