საგარეჯოში კაცი დაჭრეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, კაცს სანადირო თოფით თავის არეში ჭრილობები მიაყენეს.

დაჭრილი სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მომხდარის დეტალები უცნობია.