საქართველოში 15 000 ყალბი ლირის გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და გაასაღა 15 000 ყალბი თურქული ლირა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.