"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებულია ყველა მძევალი, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე აწარმოებდა, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო. 

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.