"საქართველოს ბანკი" განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი სრულ კოორდინაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“ – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამტაცებელი 500 000 დოლარს, ვერტმფრენს და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს. მან სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათი მისცა, რის შემდეგაც, აცხადებს, რომ მძევლების დახოცვას დაიწყებს.