ახალქალაქში ექიმის სახლი გაქურდეს

ახალქალაქში ქურდობა მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ექიმ ზოი რაისიანის სახლში შეაღწიეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა წაიღეს ქურდებმა რაისიანების სახლიდან.
report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.