სამეგრელოში 12 წლის ბიჭი გააუპატიურეს - ფაქტს მამა შეესწრო

სამეგრელოში არასრულწლოვანზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 40 წლამდე კაცი დააკავეს. დაზარალებული 12 წლის ბიჭია. ფაქტს ბავშვის მამა შეესწრო და პოლიცია გამოიძახა. 

შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 2 დღის წინ მოხდა, სადაც 40 წლამდე კაცი ზუგდიდან სტუმრად იყო ჩასული.

 ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორიშია გადაყვანილი.

მოზარდს ჩაუტარდება ექსპერტიზა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მომდინარეობს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.