ხულოში გოგოს მოტაცებისთვის სამი პირი დააკავეს

19 წლის ბიჭები თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. 

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან - თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის143-ე მუხლით დაიწყო.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.